პრემიერ-მინისტრის საჩუქარი გაერო-ს

გაერო-ს საჩუქრად პრემიერ-მინისტრმა „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა. უნიკალური ხელნაწერის ყდა, რომელიც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, გაერო-ს არტ-კოლექციაში განთავსდა. თავის მხრივ, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა უსახსოვრა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

დატოვე კომენტარი