პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება გრძელდება.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შემდეგ საქართველოს პრემიერი ყაზახეთშია ჩასული. ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რაც ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება – ყაზახეთი პირველი ქვეყანაა ცენტრალურ აზიაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. კავშირების გაძლიერება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტზე – ასეთია ვიზიტის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიღო. ბოლო წლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების მხრივ საკმაოდ მჭიდროა – შუა დერეფნის გავლით მზარდია ტვირთბრუნვის მაჩვენებელი. სწორედ ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესება და სატრანზიტო ფუნქციების მაქსიმალურად ათვისებაა ახლა მთავარი მიზანი. ოფიციალურ ასტანას შუა დერეფნის მარშრუტის განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ყაზახეთი აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად დერეფნის განსავითარებლად და ტვირთების გადაზიდვის გასამარტივებლად ერთიან სატარიფო მოდელზე მუშაობს და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც აქტიურად ახორციელებს.
რა გზავნილებით დასრულდა შეხვედრები ასტანაში, – შალვა სუმბაძე იმყოფება ყაზახეთში.