საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში იმყოფება. გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. განხილული იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხები. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ. პრემიერ მინისტრებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.