პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში 

ყირგიზეთის შემდეგ ტაჯიკეთი – საქართველოს ხელისუფლება ცენტრალური აზიის კიდევ ერთ ქვეყანასთან აფართოებს რეგიონულ თანამშრომლობას.

დუშანბეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად არის ჩასული. ეს არის ტაჯიკეთში პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან. მოლოდინია, რომ დღეს მიღწეული შეთანხმებები და გაფორმებული დოკუმენტები ურთიერთობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხელმოწერილია ერთობლივი კომუნიკე, გადაწყდა ერთობლივი სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბება. ორმხრივი ინტერესის მთავარი სფეროებია ვაჭრობა, ეკონომიკური კავშირები, შუა დერეფნის განსავითარებლად სატრანზიტო პოტენციალის ათვისება და ტვირთების მოზიდვა. ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულებაა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. ტაჯიკეთი, როგორც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, შუა დერეფნის პროექტში აქტიურად არის ჩართული. აზია-ევროპის დამაკავშირებელ ტრანსკასპიური პროექტის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო გზის მიმართ კი ბოლო პერიოდში განვითარებულმა გლობალურმა პროცესებმა და კონფლიქტებმა საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

შეხვედრები ტაჯიკეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან – როგორ ჩაიარა ვიზიტის პირველმა დღემ, სალომე ქოქიაშვილი დუშანბედან.