პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში

12:19, 12.05.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი