პრემიერ-მინისტრის მიმართვა
პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს, – ამბობს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად იზღუდება.