პრემიერ-მინისტრის მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ თანამოქალაქეებს ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს: „მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.