პრემიერ-მინისტრის კომენტარი 

ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, თუმცა როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ლარი ზედმეტად გაუფასურდა. მამუკა ბახტაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ლარმა გამყარება დაიწყო და იქვე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს, ქართული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრების შენარჩუნებისთვის, ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.