პრემიერ-მინისტრის კომენტარი

„უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას, არახამიას არავინ ეკითხება, ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმესა და პოლიტიკას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოგვარების გარეშე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ვერ მოგვარდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.