პრემიერ-მინისტრის კომენტარი
პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ანგარიშის დაგეგმილ გამოქვეყნებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ანგარიშიც, სავარაუდოდ, წინას მსგავსი იქნება და მმართველი გუნდი რაიმე გაუმჯობესებას ამ მხრივ არ ელოდება.
პრემიერის შეფასებით, ევროკავშირის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ კვლავ უსამართლოა, რასაც მან სამწუხარო უწოდა.