პრემიერ-მინისტრის კომენტარი
პრემიერს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ხვალ ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, დაგეგმილია რამდენიმე მიმდინარე საკითხის განხილვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სხდომაზე არ იქნება განხილული რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და არ არის მოსალოდნელი რაიმე სიურპრიზი.