საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის წერილს გამოეხმაურა და თქვა ისიც, რომ სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე საქართველომ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.