დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც განვითარების გასაღებია, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამავე ინტერვიუში ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე და აღნიშნა, რომ „არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპული ბიუროკრატიის ყველა უსამართლო ქმედების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებაში ეს განწყობა და ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება შეინარჩუნოს.