„2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მიღწევადია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, ჯერი ახლა ბრიუსელზეა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს, თუმცა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედს იტოვებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება და ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება. „ევრონიუსი“ წერს, რომ ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.