ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლების თემაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თუმცა, სურვილია, რომ ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, ისინი მზად არიან კონკრეტული გზამკვლევი დადგინდეს ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-ისთვის. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და პასუხი არ მიუღია, სწორედ ამიტომ გადაწყდა ღია წერილის გავრცელება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებია წარმოდგენილი.