პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ

მმართველი გუნდი ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ შესატანი სარჩელის შინაარსს ხვალ განიხილავს. ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ სარჩელს ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში შეიტანს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბრიტანული ტელევიზია საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებულ სიცრუეში ამხილოს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიამ დეზინფორმაცია დაკვეთით და შეგნებულად გადმოსცა.

#აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #LIVE