პრემიერ-მინისტრის ინიციატივა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ორმოცი ათასზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, პირველკლასელები პირველ ნერგს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში დარგავენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ორმოცი ათასზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.