პრემიერ-მინისტრის გზავნილები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მოლდოვაში დასრულებულია. რუსული აგრესია, ევროპის ენერგეტიკული სტაბილურობა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა – ეს იყო სამიტზე ძირითადი განსახილველი საკითხები. მაღალი რანგის პოლიტიკურ ღონისძიებაში ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ასევე 47 ქვეყნის მეთაურები მონაწილეობდნენ.

კიშინეუში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ევროპელ პარტნიორებთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის გარდა, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს უარყოფითად აფასებს და მის განცხადებებს არ ენდობა. მათი განცხადებით, ხელისუფლების ვიზიტები არათუ აახლოებს ქვეყანას ევროპულ მომავალთან, არამედ პირიქით, უფრო და უფრო აშორებს მას.