პრემიერ-მინისტრის გზავნილები – გამოხმაურება

15:15, 14.08.2026

ქვეყნის ტურისტული იმიჯის შელახვასა და საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მეთაურს აკრიტიკებს და კობახიძის გზავნილებს პრორუსულსა და ანტიეროვნულს უწოდებს. მმართველი გუნდი კი პრემიერ-მინისტრის აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით მყოფი აგენტურა ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე „დიფ სთეითის“ ახალ გეგმასა და უცხო ძალების დავალებების ქართველ შემსრულებლებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე გარე დირექტივების შესრულებაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს და ომში ჩათრევის მიზანმიმართულ მცდელობებზე მიუთითებს.

მსგავსი