პრემიერ-მინისტრის გზავნილები 

21:10, 18.08.2026

ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე დისკუსია პოლიტიკურ წრეებში აქტუალობას არ კარგავს.

ბოლო დღეებში რეზონანსული განცხადებების ავტორ ოპოზიციონერ აქტორებს დღეს პრემიერმა ვრცელი ბრიფინგით უპასუხა. გამოსვლაში მკაფიოდ და რამდენჯერმე იყო აქცენტირებული სუვერენიტეტის დაცვის და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების აუცილებლობა. ამ კონტექსტში იყო კრიტიკული გზავნილები ევროკავშირის და აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მისამართით და აქცენტები არაფორმალური ძალების ინტერესებზე. გაივლო პარალელები წარსულთან. ბრიფინგის მნიშვნელოვანი ნაწილი სამი საუკუნის წინ რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის უალტერნატივობაზე და მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. პრემიერის გზავნილია, რომ სწორედ ამ დოკუმენტმა გადაარჩინა ქვეყანა და გაკვალა გზა ევროპის მიმართულებით სწრაფვისკენ. განცხადებებმა, სადაც ცივილიზაციურ არჩევანზე და ქართველი მეფის მიერ მიღებულ პრაგმატულ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ოპონენტებს საკუთარი ვერსიები გაუჩინა. ოპოზიციის ნაწილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება რუსეთთან დაახლოების და ევროკავშირისგან კიდევ უფრო დისტანცირების გეგმას ამზადებს.

ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან საგარეო კურსის შეცვლაზე ბრალდებები კიდევ უფრო გააქტიურდა.

მსგავსი