პრემიერ-მინისტრის გზავნილები

ოპოზიციასთან დიალოგში მმართველი პარტიის მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.