ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას რეალური გეგმა არ აქვთ. ამის შესახებ დღეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას უპასუხა. დღეს მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას ვადა ეწურება და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობის მშვიდად დატოვებისკენ მოუწოდა. ხელახალი არჩევნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავენ ვერც უმრავლესობის სხვა წევრები, ოპოზიცია კი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზას სწორედ ამაში ხედავს.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა მხარეთა პოზიციები.