პრემიერ-მინისტრის განცხადება

„როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს დოკუმენტს, სადაც საუბარი იყო საქართველოს, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერაზე, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება“, – ეს განცხადებაც საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან.

შეგახსენებთ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიციირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო.