პრემიერ-მინისტრის განცხადება

„კოვიდ-19-ის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, სწავლის კიდევ გადადება არ იგეგმება და პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება“ – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, მთავრობა სისტემურ შეზღუდვებსა და მკაცრი რეგულაციების დაწესებას არ აპირებს. საჭიროების შემთხვევაში კი, მხოლოდ მიზნობრივი, ლოკალური ღონისძიებები განხორციელდება.