პრემიერ-მინისტრის განცხადება
ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობა დღეს და ერეკლე მეორეს გადაწყვეტილების მოტივი და შედეგი – პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების რეზონანსულ განცხადებებს. აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს. აქცენტი გეორგიევსკის ტრაქტატზე და ისტორიულ მოვლენებზე გააკეთა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გარე ძალების დავალებითა და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, რაც ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.