პრემიერ-მინისტრის განცხადება

ერთპიროვნულ მმართველობაზე შიდა და გარე  აქტორების ბრალდებებს და ამ კონტექსტში მუდმივ პოლიტიკური თავდასხმებს ბიძინა ივანიშვილის მისამართით, პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ბრიფინგით უპასუხა.

ირაკლი კობახიძე ოპონენტებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა კრიტიკას საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების არ არსებობასა და ერთმმართველობის თაობაზე, პირად შეურაცხყოფად და სრულ სიყალბედ აფასებს. პრემიერი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, ქვეყანას კი მთავრობა მართავს კონსტიტუციის შესაბამისად. მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლზეც  გაამახვილა ყურადღება და საქართველოში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, სწორედ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს დაუკავშირა.

რა მიზანს ემსახურება გახშირებული პოლიტიკური თავდასხმები ბიძინა ივანიშვილის მისამართით – პრემიერის გზავნილები თამარ წიკლაურმა მოისმინა.