ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება – ამის შესახებ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ყოფნისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა.
დღესვე პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ესაუბრა.