საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ევროინტეგრაციის საკითხსაც შეეხო. „ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ქვეყნის გარშემო და შანტაჟი ვერ გაჭრის“.