რა ეტაპზეა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები – ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენა თავად ევროკავშირის ინტერესებშია. თუმცა, პრემიერის განცხადებით, ოფიციალური ბრიუსელი ამას არ აკეთებს, რაც ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია სუვერენულად ვერ მოქმედებს. მისი თქმით, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში.