პრემიერ-მინისტრის განცხადება

საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისა და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, – ვკითხულობთ მთავრობის მეთაურის განცხადებაში.