საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები – პრემიერის გამოხმაურება
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მან ემიგრანტების ხმის მიცემასთან დაკავშირებით, წამყვანის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა პირადი დაკვირვებით უნდა შეაფასონ ქვეყანაში არსებული ვითარება და სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, სადაც 2008 წლიდან საარჩევნო უბნები არ გახსნილა.