აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ-მინისტრმა „იგლ ჰილსის“ პროექტზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროექტი უნაკლოა და საქართველოს, კერძოდ კი – აჭარის რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისივე თქმით, ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებას, წინ უძღოდა მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში, რომ ქვეყანას ამ შეთანხმებიდან მაქსიმუმი მიეღო. მთავრობის მეთაურმა თქვა ისიც, რომ „იგლ ჰილსის“ გარშემო უარყოფითი კამპანია, ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე მიმდინარეობს. მან პარალელი გაავლო ანაკლიის პორტის პროექტიდანაც და თქვა, რომ მამუკა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება.