პრემიერ-მინისტრის განცხადება

12:09, 30.10.2025

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე იღებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საბოლოო ჯამში არ აძლევს ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას, სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული.

მსგავსი