პრემიერ-მინისტრის განცხადება

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა. მამუკა ბახტაძე ტყუილსა და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, ე.წ.-ლი ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.

მამუკა ბახტაძემ აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან. მისი თქმით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.