პრემიერ-მინისტრის განცხადება
ახალი სასწავლო წელის დაწყებას ულოცავს ყველას პრემიერ-მინისტრი. განცხადებაში ვკითხულობთ: ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი. „ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ, განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ“, – წერს ირაკლი კობახიძე.