პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ევროპიდან შეეცდებიან ჩაერიონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრი ახლად მიღებულ კანონებსაც შეეხო და განმარტა, რომ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედებული შეზღუდვებით, ქვეყანაში მეტი სიმშვიდეა, რადგან ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმისთვის და გარკვეული ჯგუფები რადიკალიზაციას ვეღარ ახერხებენ.