პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში - პოლიტიკური შეფასებები

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნის ინტერესებს სრულად იყო აცდენილი და მან მხოლოდ პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე ისაუბრა. ოპოზიცია მთავრობის მეთაურს ძალადობრივ და ანტიევროპულ რიტორიკაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრემიერისგან პასუხი ვერ მიიღეს.

მმართველ გუნდში კი ღარიბაშვილის გამოსვლას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ საკითხები, რომელზეც მთავრობის მეთაურმა აქცენტი გააკეთა, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო.