პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება
„ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ“- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მოვლენების უკეთესი მიმართულებით განვითარების იმედი აქვთ.