პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება
ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დავით გარეჯის თემაზე გაჟღერებულ ბრალდებებს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ლაზარე ჯორბენაძის განცხადებას, რომ მას საიდუმლო ხელშეკრულების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, ირაკლი კობახიძე აბსურდულს უწოდებს. პრემიერის თქმით, მსგავსი ხელშეკრულება, რომელზეც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი და მისი რესპონდენტი საუბრობენ, რეალურად არ არსებობს.