პრემიერ-მინისტრის ჩინეთში მიმდინარე ვიზიტს თბილისში ეხმაურებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში მიმდინარე ვიზიტს თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მიმდინარე შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებს აჩენს, რაზეც ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. მმართველ გუნდში კი ვიზიტს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მიმდინარე დისკუსიები ორ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტად გააძლიერებს.