პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

პრემიერ-მინისტრი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ევროპელ პოლიტიკოსებსა და როგორც თავად ამბობს, ადგილობრივ აგენტურას აკისრებს. ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ გუშინ იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რის გამოც ირაკლი კობახიძე პოლიციელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე თქვა, რომ შემდგომი რამდენიმე თვე რთული იქნება – მიზეზებზე თამარ წიკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალურად გაგვაცნობს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.