პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი და ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი იყო ერთ-ერთი, რაზეც პრემიერმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი კობახიძემ მანამდე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა. პოსტი ვაკანტური გასული წლის დეკემბრიდან იყო.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.