საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

18:12, 24.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მსჯელობა გრძელდება. პროცესი კვლავ პაექრობის ეტაპზეა.

რამდენიმე საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უსვამდნენ. შეკითხვები ეხებოდა აგვისტოს ომს, საერთაშორისო სასამართლოებში ამ მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩატარებულ სპეცოპერაციებს. ამ ეტაპზე კი უკვე კითხვებს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები სვამენ.

მსგავსი