აქციაზე დაკავებულების შეწყალება – ურთიერთბრალდებები 

21:30, 24.11.2026

ბულინგი დანაშაულის აღიარების გამო – სხვა პატიმრების მშობელთა მხრიდან კრიტიკის ადრესატები ხდებიან ძალადობრივი აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვეს.

არაკაცური საქციელი და სხვა დაკავებულების ინტერესების დამაზიანებელი ქმედება – ასე ფასდება აქტივისტების, ოპოზიციის ნაწილისა და პატიმართა ოჯახების მხრიდან ძალადობრივი აქციების ფიგურანტთა ნაწილის გადაწყვეტილება, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. შეურაცხმყოფელი კომენტარების მთავარი სამიზნე ნიკოლოზ ჯავახიშვილია, რომელიც სასჯელს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით იხდიდა. სავარაუდოდ, სწორედ მოსალოდნელი ბულინგი იყო მიზეზი, რის გამოც ჯავახიშვილმა ციხიდან გამოსვლისას, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა უარყო.

ვის ინტერესებში არ შედის დაკავებული ახალგაზრდების დროზე ადრე გათავისუფლება – რეზი ხუციშვილი გიამბობთ.

მსგავსი