პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უცხოელ დიპლომატებზეც ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ადამიანები მხარს უჭერდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო. პრემიერის განცხადებით, ისინი ახლა დუმან, მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებითაც.