პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში

პარლამენტი პრემიერს უსმენს.

როგორ ებრძვის საქართველო „კოვიდ 19“-ის პანდემიას – საკანონმდებლო ორგანოში ვრცელი ანგარიშით მისულ გიორგი გახარიას დეპუტატების არაერთგვაროვანი შეფასებების მოსმენა უწევს. იყო ქება, შენიშვნები, რეკომენდაციები და მწვავე კრიტიკა. ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მეორე ტალღისთვის კი ქვეყანა კიდევ უფრო მომზადებული იქნება – ასეთია პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი. ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის გამოწერილი ჯარიმების ნაწილი შესაძლოა გადაიხედოს. დაანონსდა სხვა ინიციატივებიც. მათ შორის ფინანსური დახმარება სამედიცინო პერსონალის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის მთავარი თემა კორონავირუსია, ოპონენტების ნაწილმა დღეს მიკროფონი პოლიტიკური თემებისთვისაც გამოიყენა.

ანა ბროლაძე ადევნებს თვალს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომელიც მეცხრე საათია მიმდინარეობს.