პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლებს მთავრობის საქმიანობის 151 გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა. ანგარიშში ოთხი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე კეთდება. მთავარ ამოცანად 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სახელდება. ანგარიშს აკრიტიკებს ოპოზიცია. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შეკითხვებით მიმართეს.