პრემიერ-მინისტრის ანგარიში

პრემიერის ერთწლიანი ანგარიშის ხმაურიანი წარდგენა პარლამენტში.

სიტყვით გამოსვლის და კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ ტრიბუნასთან ერთმანეთს პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ხელმძღვანელები ენაცვლებიან. ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიისგან მადლობებს, ოპონენტებისგან კი მწვავე კრიტიკას ისმენს. თუმცა, დღის ბოლოს დარბაზში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი იმყოფება – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კითხვების დასმის შემდეგ მთავრობის მეთაურის მოსმენა გადაიფიქრეს და კასპში გადაინაცვლეს. ამიტომ მათ მიერ დასმული შეკითხვები უპასუხოდ დარჩა.

საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციის მიმართ ტონი და დამოკიდებულება, ყველა სფეროს უზურპაცია და გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი ის მთავარი პრეტენზიებია, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას აკრიტიკებენ.