პრემიერ-მინისტრის ანგარიში

„ქვეყანაში არ იქნება ომი, იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც დავიცავთ ყველა საშუალებით“, – ასეთ იყო პრემიერის დასკვნითი სიტყვა პარლამენტში გამოსვლისას. ღარიბაშვილის თქმით, გუნდი შეეცდება აუხსნას ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას და განვითარებას.
პრემიერის გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ და პირადად პრემიერს ეშინია და არ უნდა ევროკავშირთან დაახლოება. მათივე თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

დატოვე კომენტარი