პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ხორვატიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. პრემიერი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება. მთავრობის მეთაური ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.